Skip to content

ჯილდა პაპიძე

Menu
  • მთავარი
  • სიახლე
  • კონტაქტი
  • ჩვენს შესახებ
  • ქართული
    • English
    • ქართული
Menu

სიახლე

Posted on აპრილი 2, 2026მაისი 7, 2026 by stud22

….

ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ მუშაობა დავიწყე საქართველოს სასოფლო – სამეურნეო ინსტიტუტში ჯერ თარჯიმნად, შემდეგ ინსტიტუტის სამეცნიერო ბიბლიოთეკაში ბიბლიოთეკარად, ერთი წლის შემდეგ გადამიყვანეს უფროს ბიბლიოთეკარად (1984-1988), 1988- 1994 წლებში ვმუშაობდი სსსრ მეცნიერებათა აკადემიის საზოგადოებრივ მეცნიერებათა დარგში სამეცნიერო ინფორმაციის ცენტრის სისტემური ინდექსების განყოფილებაში უფროს ლაბორანტად.

       1993 წლიდან მუშაობა დავიწყე ქ.თბილისის მე-15 საშუალო სკოლაში ინგლისური ენის მასწავლებლად, ეს იყო ჩემი ბავშვობის ოცნების ასრულება. ყოველთვის მინდოდა დავბრუნებულიყავი იმ სკოლაში, სადაც ავიდგი ფეხი, სადაც მყავდა საუკეთესო მასწავლებლები, რომელთა ხელშიც გამიჩნდა სურვილი, რომ ჩემი წვლილი შემეტანა მომავალი თაობის აღზრდაში. მას შემდეგ სკოლა გახდა ჩემი ნომერ პირველი ინტერესის სფერო, ჩემი მეორე ოჯახი. 2010 წლიდან, მას შემდეგ რაც ჩემი სკოლა შეაერთეს თბილისის №207-ე საჯარო სკოლასთან, ვმუშაობ №207-ე სკოლაში ინგლისური ენის მასწავლებლად. 2011-12 წლებში შეთავსებით ვმუშაობდი თბილისის ერთ-ერთ საუკეთესო კერძო სკოლაში „მარჯი“. ეს იყო დატვირთული, მაგრამ საინტერესო წელი, რომელმაც ბევრი ახალი შემატა ჩემს პროფესიულ გამოცდილებას.

როგორც ყველა ადამიანს, მეც მაქვს ჰობი, რომელსაც ძალიან დიდ დროს ვუთმობ: მაინტერესებს ყველაფერი სიახლე, რაც დაკავშირებულია ისტ-ის გამოყენებასთან სასწავლო პროცესში. ვამზადებ თემატურ პრეზენტაციებს მოსწავლეებისათვის, ვეხმარებით მათაც შექმნან პრეზენტაციები, ვმუშაობ ბლოგში და ლემილში. ისტ -ის გამოყენებით საინტერესოს ვხდი საგაკვეთილო პროცესს მოსწავლეებისათვის, ვამზადებთ პროექტებს და პროექტ-გაკვეთილებს მოსწავლეების აქტიური მონაწილეობით, მათი ინტერესების გათვალისწინებით. 

Category: Uncategorized

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

პარაგრაფი

© 2026 ჯილდა პაპიძე | Powered by Minimalist Blog WordPress Theme